|
2017-06-30 18:03:07, 1813 ნახვა
საზოგადოება
ლიმერიკის უნივერსიტეტმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე ENPARD-ის პროექტის შედეგები წარადგინა
თბილისში ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტმა, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში (ENPARD) მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ ფარგლებში, დასკვნითი კონფერენცია გამართა და პროექტის კვლევითი საქმიანობის შედეგები წარადგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სექტორთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევა განხორციელდა და ასევე სემინარები და ტრენინგები ჩატარდა. ღონისძიებაზე კვლევების პრეზენტაცია შედგა და შემდეგი თემები განიხილეს. საქართველოშ ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელამ აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის ზრდას და პოლიტიკის განვითარებას გულისხმობს. "ENPARD-ის პროექტით ლიმერიკის უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა კვლევითი პროგრამების დანერგვაში და სექტორში ჩართული ექსპერტებისა და ფერმერების ცოდნის გაღრმავებაში”, - განაცხადა კრისტინა ატაშე ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი ლიმერიკის უნივერსიტეტიდან ეიმონ მაკქუეიდი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების, ფერმერული ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. პროექტს ლიმერიკის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტთან (RAPDI) პარტნიორობით, 2015 წლიდან ახორციელებს. (NS)
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)