|
2017-06-29 13:41:26, 2416 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატის ინფორმაციით, ლილი გელაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ირაკლი მამალაძეს ურჩია, პროკურატურისთვის მიემართა
ადვოკატ ეკა ლომიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ლილი გელაშვილმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან ურჩია ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა. აქედან გამომდინარე, ადვოკატის შეფასებით, მისი ჩვენება სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლო გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დაარწმუნოს. „იკითხება ლილი გელაშვილი, ერთ-ერთი მთავარი მოწმე. დაკითხვა ჯვარედინ რეჟიმში მიმდინარეობს. დაცვის მხარე ახორციელებს დაკითხვას. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა, რადგან როგორც ტელევიზიით გახდა ცნობილი, ლილი გელაშვილი და ირმა ჭკადუა ის მოწმეები არიან, რომლებმაც ურჩიეს ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა. აქედან გამომდინარე, მისი ჩვენება უმნიშვნელოვანესი იქნება. დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი ჩვენებიდან გამომდინარე, დაარწმუნოს სასამართლო, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ, რომელიც გიორგი მამალაძეს ადვოკატირებას უწევს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)