|
2015-04-21 12:21:57, 711 ნახვა
სამართალი
შსს-მ თემაზე "სამართალდაცვით სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციები" შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის (TAIEX) მხარდაჭერით, „სამართალდაცვით სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციების“ თემაზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კერძოდ, ავსტრიის, პოლონეთის, სლოვენიის და რუმინეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკული მეთოდების განხილვა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აღნიშნულ სფეროში მიღებული გამოცდილება, წარმატებული მაგალითები, განიხილეს არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მეთოდებზე, ევროპოლთან თანამშრომლობასა და სხვა საკითხებზე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)