19:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 14:11:23, 2403 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: რუსეთი აფხაზეთში ჩვენს მოძმეებს კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს

„რუსეთი ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოფიციალური თბილისის საპასუხო ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება იქნება.

„მინდა გამოვეხმაურო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგი სამხედრო წვრთნების შესახებ აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია - მიგვაჩნია, რომ ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთაშორისო პასუხი იყოს ამაზე ერთიანი. რაც შეეხება თავად ამ ღონისძიებებს, რაც არის დაგეგმილი - სამხედრო წვრთნებს, რუსეთის კიდევ ერთხელ ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ ცივილიზებული სამყაროს სამართლიანი პოზიცია დაინახოს ჩვენს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კვლავ იგნორირებულია. რეალურად მაშინ, როდესაც აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალ შესაძლებლობები, რუსეთი ჩვენს მოძმეებს კვლავ აფხაზეთში სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო აზრის, საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics