|
2017-06-27 16:37:51, 2097 ნახვა
საზოგადოება
მუსტაფა ემრე ჩაბუქს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები 29 ივნისს გაესაუბრებიან
დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან. ინტერვიუს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ერთ-ერთი ადვოკატი ვახტან კვიჟინაძე დაესწრება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირების პროცესი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია. ამასთან, თუ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენჯერის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება, ერქსტრადირების პროცესი შეწყდება. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)