02:19 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:24:36, 2210 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: ჭორების გენერატორებმა თავის თავში ჩაიხედონ, კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება

„ამ ჭორების გენერატორებმა და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება“, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყოფილი პრემიერი თავს კარგად გრძნობს.

"მართალი გითხრათ ჩემთვის უკვე საკვირველია, იმიტომ რომ ამის შესახებ მეათედ მეკითხებიან. რამდენადაც მე ვიცი, განცხადებაც გააკეთეს, ბატონმა ბიძინამაც და მისმა ახლობლებმაც, რომ მსგავსი არაფერია. ის ჯანმრთელად და კარგად არის, და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ამ ჭორების გენერატორებს და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics