|
2017-06-26 15:11:14, 865 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამართულ შეხვედრას დაესწრო
26 ივნისს, „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღ“-ის აღსანიშნად ა/ო კავშირი ,,იმედი“–ის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა/მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 1987 წელს გამოაცხადა და პრობლემაზე ზრუნვა ინტენსიურად დაიწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში რამოდენიმე წელია სისტემატიურად იმართება სხვადსხვა ღონისძიება, აქციები, მრგვალი მაგიდა და შეხვედრები, იმართება დისკუსია. თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ითვალისწინებს არასამართლიან და არაპროპორციულ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო, კერძოდ, ევროკავშირის წევრი განვითარებული ქვეყნების პრაგმატულ გამოცდილებას.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)