|
2017-06-22 13:09:14, 2434 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ლექვინაძე: მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ დიზაინთან დაკავშირებით ვნებათაღელვა გადაჭარბებულია
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოწვეული ვნებათაღელვა გადაჭარბებულია. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული დიზაინი საერთაშორისო კომპანიის მიერაა მომზადებული. "თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დიზაინი, რომელიც შეთანხმებულია, არის საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული და ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია ეს ვნებათაღელვა. მგონია, რომ როდესაც საკუთარი თვალით ნახავენ მგზავრები აღნიშნული მეტროპოლიტენის დიზაინს, შეიძლება ეს შთაბეჭდილებები რეალურად შეეცვალოთ", -განაცხადა ლექვინაძემ. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. დაახლოებით 3 კვირაში სადგურში სატესტო მატარებელი გაივლის, მაგრამ როდის შევა „უნივერსიტეტი" ექსპლუატაციაში, ზუსტი დრო ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ სადგურის დიზაინმა სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც სადგური საცურაო აუზთან არის გაიგივებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)