|
2017-06-22 11:08:41, 2052 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ევროპის ბაზარზე შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზის უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება
„შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. პრემიერმა ასევე ისაუბრა ვებ-პორტალის Dcfta.gov.ge მნიშვნელობაზე, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა: „შეიქმნა ვებ-პორტალი, რომელიც იქნება ინტერაქტიული, სადაც იქნება განთავსებული ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად. ეს ვებ-გვერდი იქნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პრეზენტაცია და იმუშავა ამ პროექტზე. მინდა, მათ გადავუხადო მადლობა, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელთა ძალიან დიდი წვლილიც არის ამ პროექტის შექმნაში და წარმატებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება ეს ვებ-პორტალი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)