|
2017-06-22 10:11:56, 2028 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე დაკავებულ ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: „გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წარსულში ნასამართლევი ა. ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ნასამართლევი ა.ი. მივიდა ქ. გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ი. ო; კ. კ.-სთან და ბ. თ.-სთან ერთად ხვდებოდა. ა.ი.-მ ი.ო.-ს და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც ა.ი.-მ ი.ო.-ს, კ.კ.-ს და ბ. თ.-ს მოკვლა განიზრახა. მან "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა კ. კ.-ს და ბ. თ.-ს მიმართ, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ი.ო.-ს. ა.ი.-მ თავისი ქმედებით ასევე განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე აღნიშნული პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს. ა. ი.-მ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კ.კ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ.თ.-მ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. სამართალდამცველებმა ა. ი. 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ა. ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)