|
2017-06-19 12:47:07, 2250 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: 2025 წლიდან მოსამართლის სრულად უვადო გამწესების წესზე გადავალთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადას ეხებოდა. მისივე თქმით, ეს რეკომენდაცია პარლამენტის მხრიდან გათვალისწინებულია. "კერძოდ, ჩვენ გვქონდა დამატებითი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და შევთავაზეთ, ჩაიდოს გარდამავალ დებულებებში დათქმა, რომ პრობაციის პერიოდი მოსამართლეებისთვის მხოლოდ 2025 წლამდე იმოქმედებს. ამის შემდეგ, 2025 წლიდან გადავალთ სრულად უვადო გამწესების წესზე მოსამართლეებისათვის",-განაცხადა კობახიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამარლო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებას, მათ არჩევას ეხებოდა. კერძოდ, კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურიდან გამოირიცხოს. თუმცა, კობახიძე ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში, პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს. "დღეს როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტი გამოვრიცხოთ ამ პროცედურიდან. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, არც ერთი სუბიექტი საქართველოში ამას არ მიესალმება. ვფიქრობთ, პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში,-აღნიშნა კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)