|
2018-12-12 18:48:44, 2412 ნახვა
რეგიონი
მარტვილის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სივრცე გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილები ქორწინებას საზეიმო რიტუალის გარეშე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის ფილიალში არეგისტრირებდნენ. ამიერიდან ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით მარტვილის იუსტიციის სახლში მაღალი სტანდარტის, საქორწინო–სადღესასწაულო დიზაინით მოწყობილ ქორწინების სივრცეში დაგეგმოს. ქორწინების სივრცის სამუშაო დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ხოლო შაბათ-კვირას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ წინასწარ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. მოქალაქეთა მიღება წარმოებს 09:30-დან 18:00 საათამდე. 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, არაერთი ინიციატივის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და ატრიბუტიკა: შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი; ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო: ახალქალაქში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში. დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში სპეციალური სადღესასწაულო სივრცე მოეწყო; ქორწინების რეგისტრატორებისთვის თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით უნიფორმა შეიქმნა; იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა, როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)