|
2017-06-16 15:52:27, 2256 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ხუხაშვილი: უფრო დავით უსუფაშვილი შეუერთდა „ეროვნულ ფორუმს“, ვიდრე პირიქით
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მისთვის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივები ბუნდოვანია. თუმცა, როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მესამე არჩევანზე მოთხოვნილება ძალიან მაღალია, შესაძლოა, არჩევნებზე რაღაც შედეგი აჩვენონ. ამასთან, ხუხაშვილი სიის შემადგენლობიდან გამომდინარე, სადაც ახალი სახეების ძირითადი ბაზა „ეროვნული ფორუმიდანაა“, ფიქრობს, რომ დავით უსუფაშვილი „ეროვნულ ფორუმს“ შეუერთდა: „გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მოთხოვნილება მესამე არჩევანზე ძალიან მაღალია, შეიძლება რაღაც შედეგი აჩვენო. საერთოდ, დავით უსუფაშვილი ქართული პოლიტიკისთვის არ არის დასაკარგი. ის პოლიტიკური ავტორიტეტია და ნამდვილად მისასალმებელია მისი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, თუმცა მე ვერ გავიგე, რატომ ითვლება, რომ დავით უსუფაშვილმა შექმნა მოძრაობა, ძირითადი ბაზა ამ ახალი სახეების ეროვნული ფორუმიდანაა. უფრო უსუფაშვილი შეუერთდა ეროვნულ ფორუმს, ვიდრე პირიქით, ჩემი აზრით, ფორუმმა შექმნა ახალი პარტია და უსუფაშვილი შეუერთდა მას. მისასალმებელია, ეს ადამიანები დასაკარგი არ არიან, მაგრამ მათი პოლიტიკური პერსპექტივები ჩემთვის ბუნდოვანია. რაც შეეხება გამარჯვებას, ყველა დარწმუნებულია გამარჯვებაში. შალვა ნათელაშვილი 25 წელია დარწმუნებული, მაგრამ რაა?“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)