|
2017-06-16 13:51:53, 2280 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გოცირიძე: ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები გამარჯვებულ პარტიას დაუმსახურებელ პრივილეგიას აძლევს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები თავდაპირველ ვარიანტს სჯობს, ნორმა მაინც უსამართლოა. დეპუტატის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა გამარჯვებულ პარტიას დაუმსახურებელ პრივილეგიას აძლევს. „პოლიტიკურად გაუმართლებელია, რომ გამარჯვებული პარტია იმაზე მეტს ითხოვდეს, რაც მას ხმების სახით, ხალხმა მისცა. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა. მაჟორიტარების ვითომ ბუნტის სპექტაკლი მოაწყვეს, რათა ვენეციის კომისიაზე ზემოქმედება მოეხდინათ და რათა მათ არ ჩაეთვალათ, რომ შესაძლებელია ის სისტემა საერთოდ გაუქმებულიყო, რომელზეც გადასვლას ვაპირებთ. ფაქტობრივად, ეს ვენეციის კომისიაზე ზეწოლა და შანტაჟი იყო, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლება საკუთარი სასტარტო უპირატესობის მოპოვებას ყველა გზით ცდილობს, რაც მათ ისედაც აქვთ ძალოვანი უწყებებით, არაფორმალური მმართველობის სხვა ბერკეტებით, ადმინისტრაციული რესურსებით და ახლა უნდათ, რომ კონსტიტუცია მათ სასარგებლოდ მუშაობდეს, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)