|
2017-06-16 13:05:53, 771 ნახვა
რეგიონი
ხობში, სოფელ პირველი მაისის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი მაისის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კილომეტრიან სადრენაჟე არხს. ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორი და შემკრები არხები, მოეწყობა მილხიდები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელი პირველი მაისის 223 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს დასრულდება. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი . გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)