|
2017-06-15 14:35:48, 2212 ნახვა
სამართალი კომენტარი
სუბარი: მუხთარლის საქმის გამოძიება ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველგვარი მოწოდების გარეშე ვაკეთებთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროპარლამენტში იყო სხვა თემის განხილვა, რომელიც აზერბაიჯანს შეეხება და აფგან მუხთარლის საქმე იმ დიდი თემის ერთი მცირე ნაწილია. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთან მიმართებაში ერთადერთი კითხვაა, თუ როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. სუბარი ამბობს, რომ აღნიშნული ყოველგვარი მოწოდების გარეშე ისედაც კეთდება. „ევროპარლამენტში იყო სხვა თემის განხილვა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანს და აფგან მუხთარლის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი იმ დიდი თემის. მიიღეს უ არა საბოლოო რეზოლუცია, არ ვიცი, მაგრამ მიიღებენ თუ არ მიიღებენ, საქართველოსთან მიმართებაში არის ერთადერთი კითხვა, რომ როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველგვარი მოწოდების გარეშე“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოში, საპატიმროში აღმოჩნდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანში მალულად გადაიყვანეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)