|
2017-06-14 18:21:14, 802 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ესტუმრა
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქ. ბათუმის N13 საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ეწვივნენ და მათ ტკბილეული მიართვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის N13 საჯარო სკოლაში, 2016-17 სასწავლო წლიდან შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 10 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით. სკოლაში შშმ მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. აღნიშნულ სკოლაში არსებობს სპეციალური გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ. „აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2018 წლისათვის ამზადებს ახალ პროგრამას, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია დაფინანსდება 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისათვის“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყვლა პროგარმის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ.
(NS)
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)