|
2017-06-14 12:34:54, 4154 ნახვა
საზოგადოება კულტურა სხვადასხვა
ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ იტალიაში წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა
ფილმმა "მანდარინები" იტალიაში პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. San Fedele-ს პრემია წელს ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ მოიპოვა. ცნობისთვის, იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს 1956 წლიდან ირჩევს და პრემიას ანიჭებს. გამოკითხვაში მონაწილეობას კინოკრიტიკოსები, კულტურული სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მაყურებლები იღებენ. გამარჯვებული წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ერთი კონკრეტული ფილმი ხდება. San Fedele-ს პრემია ისეთ კინემატოგრაფისტებს აქვთ მიღებული როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, ფრანჩესკო როსი, ინგმარ ბერგმანი, მილოშ ფორმანი, აკირა კუროსავა, რობერტო ბენინი, პედრო ალმადოვარი, სტივენ სპილბერგი და სხვა. ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მილანშია მიწვეული, სადაც, როგორც საპატიო სტუმარს და პრემიის ლაურეატს, San Fedele-ს კინოთეატრში ცნობილი იტალიელი სკულპტორის Mimmo Paladino-ს მიერ შექმნილ სკულპტურას გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)