|
2017-06-14 11:54:21, 2012 ნახვა
კომენტარი
პრემიერი მუხთარლის საქმეზე: მნიშვნელოვანია, საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეინარჩუნოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეინარჩუნოს. "გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. ეს შემიძლია გითხრათ ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეტაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების ჩართულობას გამორიცხავს. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს თბილისში მრავალი აქცია მოჰყვა. მოსახლეობა ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს მუხთარლის საქმე გამოიძიოს. ცნობისთვის, ჟურნალისტი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიავის ოჯახის წევრების ქონებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)