|
2017-06-13 13:27:31, 2317 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნილს სკოტი: სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის ერთიანობა, რაც Birja Mafia-ს საქმეზე საზოგადოებამ გამოხატა
საქართველოში გაერო-ს ელჩმა ნილს სკოტმა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერა დადებითად შეაფასა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან, საქმეზე პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება. „ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის ის ერთიანობა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებამ გამოხატა. დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ყველა მოქალაქის მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულების საკითხებს. პროცესები აუცილებლად სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებაში გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, სწორედ ამის წინააღმდეგ გაერთიანდა საზოგადოება. ველოდებით გამოძიების შედეგებს და დარწმუნებული ვართ, რომ ამიერიდან ეს პროცესები სრულიად გამჭირვალე იქნება“, - განაცხადა ნილს სკოტმა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. მიხეილ მგალობლიშვილს გირაოს სახით 50 ათასი ლარი, ხოლო გიორგი ქებურიას 20 ათაში ლარი განესაზღვრა. მათ ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების მდმა-ს შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათი დაკავება ვიდეო კლიპს უკავშირდება, სადაც მათ პოლიციელი გააშარჯეს. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკი მას "ჩაუდეს".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)