01:24 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 11:05:52, 2479 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post: რუს ჰაკერებს შეუძლიათ, ამერიკა ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ

რუსმა ჰაკერებმა შექმნეს პროგრამა, რომლითაც ამერიკული ქალაქების ენერგოსისტემაში ჩართული კომპიუტერების მუშაობის დარღვევაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post იუწყება.

შესაბამისი შინაარსის ანგარიში, როგორც მედია წერს, კომპანია Dragos-მა მოამზადა, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს.

საუბარია CrashOverride-ს პროგრამაზე, რომელსაც შეუძლია კომპიუტერულ სისტემებში და ისინი რამდენიმე დღით გათიშოს შეუმჩნევლად შეაღწიოს.

კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი რუსებმა 2015 წელს უკრაინის ენერგოსისტემაზე მიტანილი იერიშის დროს გამოიყენეს. მაშინ 225 ათასი ადამიანი დენის გარეშე დარჩა.

Dragos- ში მიიჩნევენ, რომ შემდეგი დარტყმა ამერიკულ ქალაქებზე იქნება. რადგან კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რუსი ჰაკერები უკვე წლებია ამერიკული ენერგოსისტემის მიმართ  დიდ ინტერესს იჩენენ.

შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა უსაფრთხოების დეპარტამენტი გავრცელებულ ანგარიშზე კომენტარს არ აკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics