|
2015-04-18 11:29:15, 601 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მოდულის შენობასთან აქცია „თანადგომა პოლიციას“ გაიმართა
ე.წ. მოდულის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, აქცია „თანადგომა პოლიციას“ გაიმართა. მცირერიცხვოვან აქციას მოქალაქეებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია შეუერთდა და მათ ბოძებზე ერთად გააკრეს ლოზუნგი, წარწერით - „თანადგომა პოლიციას“. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია მოხდეს უსამართლოდ დაკავებული ყოფილი პოლიციელის და სპეცრაზმელის, კახაბერ ნაკანის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში. „როცა ხელისუფლება პოლიტიკური მოტივებით დევნით არის დაკავებული და კრიმინალთან ბრძოლა მიივიწყა, კავშირშია მასთან, უფრო მეტიც სამწუხაროდ, ხშირად მფარველობს მას. ასეთ დროს ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ რიგით პოლიციელებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. დგანან, თუმცა აბსოლუტურად ზურგშექცეულები არიან მთავრობის მხრიდან. პოლიციელმა მნიშვნელოვანია იგრძნოს მხარდაჭერა საზოგადოებისგან. სწორედ დღევანდელი აქცია თბილისის და რამდენიმე ქალაქის მასშტაბით, აი ამ დატვირთვის მატარებელია. აუცილებელია ასევე მოხდეს უსამართლოდ დაკავებული ყოფილი პოლიციელის და სპეცრაზმელის, კახაბერ ნაკანის გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ნორმალური პირობები იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)