|
2017-06-12 16:01:21, 2239 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: მთავრობა რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებს ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებს ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება. მინისტრის შეფასებით, რუსული პროპაგანდა თავისი ადგილის დამკვიდრებას ბევრ ქვეყანაში ცდილობს. „მედიის განვითარების ფონდს სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ბევრი შეცდომები მოსდის. მის პუბლიკაციებში და განცხადებებში გარკვეული ტენდენციურობა იგრძნობა. მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდა თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყნებში ცდილობს. ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მას სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობა რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებს ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება, რაც ძალიან მკაფიოდ ბოლო აპრილის გამოკვლევებშიც აისახა, სადაც ევროკავშირთან ინტეგრაციას მხარს მოსახლეობის 90% , ნატო-ში გაწევრიანებას კი 83% უჭერს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება და მთავრობა მზადაა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც პროპაგანდისტული დეზინფორმაციის სახით არსებობს. ასევე ჩვენ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სხვადასხვა უწყებებში სტრატეგიული კომუნიკაციის შესაბამისი განყოფილებებია შექმნილი. ჩვენ ლიტვასთანაც ვმუშაობთ, ამ მიმართულებით მათაც კარგი გამოცდილება აქვთ, რათა შევძლოთ გავუმკლავდეთ ამ დეზინფორმაციას, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა“,- განაცხადა ჯანელიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)