|
2017-06-12 12:28:10, 2517 ნახვა
მსოფლიო
ბილი ჯო სანდერსი ხურციძეზე: თუ მან მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს
მსოფლიო კრივის ორგანიზაციის WBO-ს მოკრივის ბილი ჯო სანდერსის განცხადებით, ის ჩემპიონატს გამოეთიშა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ავთანდილ ხურციძის შემცვლელი ვერ მოიძებნა. როგორც სანდერმა აღნიშნა, ის სერიოზული ბრალდებები რაც ხურციძეს აქვს წაყენებული, თავის პროფესიაში ბევრ შანს ართმევს. „მე მას ახლოს არ ვიცნობ, თუმცა ის სერიოზული ბრალდებები რაც მას წაყენებული აქვს, ბევრ შანსს ართმევს თავის პროფესიაში. ჩემი აზრით, თუ მან მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ვიცი, რომ ფანებს ისევ უნდათ რინგზე მნახონ, თუმცა ეს ასე მარტივი აღარ არის. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ძალიან გულგატეხილი ვარ, მაგრამ ეს კრივია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნა მოკრივემ. შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, Copper Box Arena-ზე ბრიტანელ ჩემპიონ ბილი ჯო სანდერსსა და WBO-ს ვერსიით დროებით მსოფლიო ჩემპიონ ავთანდილ ხურციძეს შორის ბრძოლა უნდა გამართულიყო, თუმცა ხურციძის დაკავების შემდეგ ორთაბრძოლა გადაიდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხურციძის შემცვლელი ვერ მოიძებნა, რის გამოც სანდერსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)