|
2017-06-11 12:05:28, 2251 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ოსორაული პოლიტიკური პროდუქტია“-ქართველი მფრინავის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს-ვიდეო
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე, ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ყოფნა გააპროტესტეს. მათ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აღნიშნეს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" სოსო ოსორაული მხოლოდ პოლიტიკური პროდუქტია. „გადააბარეს კოდორი და ახალგორი, ქვეყნის გამყიდველისთვის გინების გამო ჩვენ გვაკავებთ? ! აქ ყოფილი სამხედროებიც არიან და ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენას მშვიდად ვერ შეეგუებოდნენ“,-აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა დაკავებისას. საგარეო უწყებასთან ვითარება უკვე განმუხტულია. ამავე თემაზე http://www.epn.ge/index.php?id=47078 შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)