|
2017-06-11 00:16:18, 1664 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი დედაქალაქში ძლიერი ნალექის გამო შექმნილ ვითარებას გაეცნო
დავით ნარმანია მოადგილეებთან, საბურთალოს რაიონის გამგებელთან და "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან ერთად დედაქალაქის მასშტაბით, ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალდაბის გზაზე ჩამოვიდა მცირე მეწყერი, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გზის ეს მონაკვეთი გაიწმინდა. “დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. ამ ეტაპისთვის, იმ ნაწილებისთვის ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭიროა. ინციდენტი, ან მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებენ და გზებიდან წვიმისაგან ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)