23:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 19:15:16, 1590 ნახვა

საზოგადოება
ჩიხრაძე: კომისიის რეკომენდაციებში ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც გაწონასწორების მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება.

ჩიხრაძის განცხადებით, კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შემქნას უზრუნველყოფს

„ცხადია, გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი მიმართულებით, თუკი ასეთი ცვლილებები ხორციელდება, ის აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს წარმომადგენლობითობას, აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას.

ამ რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო კომისიამუშაობს და რაც ცვლილებებზეა საუბარი და რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელიასაბოლოო  გადაწყვეტილებების მიღების დროს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics