08:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:46:32, 2742 ნახვა

სამართალი
აშშ-ში დაკავებული რაჟდენ შულაია: გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ ვერ გავიგე რატომ

ნიუ იორკში დაკავებული რაჟდენ შულაიას განცხადებით, მისთვის გასაგებია რაში ედება ბრალი, თუმცა რატომ სდებენ მას ბრალს, არ იცის, - ამის შესახებ რაჟდენ შულაიამ სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რაჟდენ შულაია საბჭოთა მაფიის სინდიკატის ლიდერია.

როგორც ამერიკული გამოცემა Las Vegas Review Journal-ის  სტატიაშია აღნიშნული, შულაია ფედერალური სასამართლოს წინაშე ლას ვეგასში წარსდგა. სასამართლომ დაკავებულის ნიუ-იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

Las Vegas Review Journal-ის ცნობით, რაჟდენ შულაია რუსეთის მოქალაქეა.

სასამართლო პროცესზე შულაიას თარჯიმანი დასჭირდა. მისი განცხადებაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ადანაშაულებენ წარდგენილ ბრალდებებში - სხდომაზე თარჯიმანმა გადათარგმნა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ დაკავებულს ჰკითხა, გაიგო თუ არა კონკრეტულად რა ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი მას და დაჯგუფების სხვა წევრებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, შულაია დაჯგუფებასთან ერთად აშშ-ის რამდენიმე შტატში უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული. ყველაზე ხშირად შულაია კანონს, ნევადაში, ფლორიდაში, პენსილვანიაში, ნიუ ჯერსიში და ნიუ-იორკში აღღვევდა.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ შულაიას სასჯელის მოხდა ამერიკაში მოუწევს, რადგან ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან საექსტრადიციო შეთანხმება არ აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics