|
2017-06-07 17:01:32, 2329 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მჭიდრო კონტაქტებს საქართველოსთან
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო მუშაობასა და კონტაქტს აგრძელებს. შესაბამისი განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელშ, ნატო-ს შტაბ-ბინაში მონტენეგროს დროშის აღმართვის ცერმონიამდე გააკეთა. როგორც სტოლტენბერგმა ღნიშნა, ალიანსს საქართველოსთან აქვს არსებითი პაკეტი, ერთობლივი ცენტრი, საქართველოში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. "ნატო-ში მონტენეგროს მიღება აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ქვეყნებს, რომლებიც ატარებენ რეფორმებს, თავდაცვის მოდირნიზებას, პატივს სცემენ კანონის უზენაესობას და აძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ისევე აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ ნატო-ს წევრები, როგორც მონტენეგრო. საქართველოსთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს არსებითი პაკეტი, მუშაობს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო პოლიტიკური დიალოგი, პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც გაგარძელდება. ამ ყველაფერს წვლილი შეაქვს, ეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“,-აღნიშნა სტოლტენტებერგმა. ცნობისთვის, 5 ივნისს მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ნატო-ს შტაბ ბინასთან მონტენეგროს შროს აღმართვის ცერემონია გაიმართა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)