12:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 17:11:19, 1716 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო ბახსოლიანის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა. 

ის მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა. ვანო კობაიძე აქამდე პატრიარქის დაცვის წევრი იყო. 

ცნობისთვის, მანამდე პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობას ზურაბ ბუჩუკური იკავებდა. ცნობისთვის, ზურაბ ბუჩუკური კათოლიკოს პატრიარქის დაცვის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა რაც შესაბამისი პოსტი რამდენიმე თვის წინ, სოსო ოხანაშვილმა დატოვა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics