|
2017-06-06 11:35:24, 2437 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: მსოფლიოს მთავარი საფრთხეები რუსეთი, ირანი და ტერორიზმია
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხეს ირანი, ტერორიზმი და რუსეთი წარმოადგენენ. როგორც პენსიმ ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აშშ მზად არის ნატო-ს პარტნიორებს გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლის პროცესში მხარი დაუჭიროს. „ძლიერი ნატო უსაფრთხო მომავალს განსაზღვრავს. ამერიკის შეერთებული შტატები მის პარტნიორებთან სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს, - ერთ წევრზე თავდასხმა, მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო ისეთი დიდი საშიშროების წინაშე არ დამდგარა, როგორიცაა რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების დარღვევა, ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობა და ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე გლობალური საფრთხე", - აღნიშნა პენსიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)