00:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 11:02:57, 2314 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის ტერაქტის საქმეზე დაკავებული 12-ვე პირი გაათავისუფლეს

სკოტლენდ იარდმა ლონდონის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12-ვე დაკავებული გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 12-ვე პირი ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, ბარკინგში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე უბანში ტერაქტში ბრალდებული 2 პირის ცხოვრობდა. მათი ვინაობა სკოტლანდ იარდმა უკვე დაასახელა. 

ტელეკომპანია SkyNews-ის ცნობით, მიკროავტობუსში, რომლითაც თავდასხმელები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველებმა ე.წ. მოლოტოვის 3 კოქტეილი აღმოაჩინეს.

მედიისინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყება კი, ამ დრომდე ეძებს ტერაქტის შემდეგ გაუჩინარებულ 2 მოქალაქეს. საფრანეთის მოქალაქეები ირიცხებიან თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორისაც. არსებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 1 ფრანგი დაიღუპა და 8 დაშავდა. 

შეგახსენებთ, შაბათს  ლონდონში ინციდენტი  ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics