00:19 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 10:59:52, 388 ნახვა

პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთი სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

„აფხაზეთი არ აპირებს სხვა  ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას“,-ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსკოვში, აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი იყო, არის და იქნება  დამოუკიდებელი.

„აფხაზეთი არ აპირებს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას. აფხაზეთი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, მას ათასობით მსხვერპლი იმისთვის არ გაუღია, რომ დამოუკიდებლობაზე უარი თქვას“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას გასულ იანვარს ხელი მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics