|
2017-06-04 10:56:38, 2487 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე სამი სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
ლონდონში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე სამი სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინციდენტების შედეგად, რომელსაც პოლიციაკმ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 48 დაშავდა. მომხდარს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. მან შაბათ საღამოს მოვლენებს „საშინელი“ უწოდა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა- "სასტიკი და შოკისმომგვრელი". შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)