|
2017-06-03 15:29:11, 2317 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი: კონსტიტუციის თანხმობის დოკუმენტად ქცევის რესურსი კიდევ არსებობს
არ შეიძლება ქვეყნის ფუნდამენტური კანონი - კონსტიტუცია კონსენსუსის გარეშე მიიღებოდეს - აღნიშნულ საკითხზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილისა და პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის მოწვევით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ამ ეტაპზე საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც ნულოვანი კონსენსუსითაა მიღებული, მაგრამ კონსენსუსის მიღწევის რესურსი კიდევ არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აზრით, დღეს ხელისუფლებას დემოკრატიაში ჩასაბარებელი აქვს ერთერთი მთავარი ტესტი. „ან მივიღებთ კონსტიტუციის ახალ პროექტს ფართო კონსენსუსით, საზოგადოების ფართო ჩართულობით, ან მივიღებთ კონსენსუსის გარეშე და მაშინ კონსტიტუციის ეს ვერსია ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან, ხოლო პროცესი ასევე ძალიან შორს იქნება დემოკრატიისგან. კონსენსუსი ნიშნავს შეთანხმებას, განსხვავებული აზრებიდან საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ღია პროცესს, ფართო ჩართულობას და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს ქვეყნის პოლიტიკა, არ არსებობდეს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის კონსენსუსი - თანხმობა. ეს ეწინააღმდეგება თავად კონსტიტუციის არსს, ამიტომ ამ ვითარებაში, როდესაც საერთო - სახალხო განხილვები დამთავრებულია და თემამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს ყველას სურვილია, რომ კონსენსუსისკენ დარჩენილი სივრცე მაქსიმალურად ავითვისოთ. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ბევრია, ის ფუნდამენტური საკითხები რაზეც ყველა შეკრებილი პარტია თანხმდება - როგორი პოლიტიკური ცხოვრება იქნება მომავალში და საერთოდ ექნება თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებას პერსპექტივა, როგორი იქნება პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესი - ეს საკითხები განსაზღვრავს უამრავ რამეს. "ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს როგორც არასდროს ნებისმიერი სახელდების მოდელს სჭირდება ბალანსი, გაწონასწორება და ეს უნდა უზრუნველყოს მომავალმა კონსტიტუციამ. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ თემებზე უმრავლესობის წარმომადგენლებსაც დაველაპარაკოთ", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)