|
2017-05-31 15:53:15, 2576 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თურქეთში დააკავეს
თურქეთმა სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ჰალისა ბაიანჯუკა დააკავეს, - ამის შესახებ Hurriyet-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბაიანჯუკი, ცნობილია როგორც აბუ ჰანზალა. ამასთან 2011 წლიდან ის თურქეთის პოლიციამ 4-ჯერ დააკავა. დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ხორციელდებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ის რამდენიმე თვის შემდეგ ციხიდან გამოდიოდა. ამავდროულად, ცნობილი იყო, რომ ბაიანჯუკი "ალ-ქაედას" წევრი იყო. ბაიანჯუკი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გამოცემული რამდენიმე სტატიის ავტორია. ის ძირითადად ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალი წევრების რეკრუტირებით იყო დაკავებული. როგორც მედია წერს, ამჯერად მისი დაკავების მიზეზი მთავრობის მისასამრთით გაკეთებული მუქარისშემცველი განცხადებები გახდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)