|
2017-05-31 14:36:55, 2256 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ჟურნალისტის დაკავება "მწვანე ზონაში" მოხდა, სადაც პასპორტი საჭირო არაა. „შსს-მ დაიწყო გამოძიება, მიმართა უკვე აზერბაიჯანულ მხარეს, იქ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს როგორც ჩემთვის ცნობილია. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ის დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუქტზე.იქიდან პასპორტით არ გადადიან, პასპორტი არ სჭირდებათ.დაგვიზუსტებენ, რომელ მხარეზე გადადიოდა, სად გადადიოდა, რა მოხდა და ჩვენ შევისწავლით ამ ყველაფერს“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)