|
2017-05-31 12:19:16, 2336 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურა ჯაფარიძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცემის ფაქტი, ქვეყნისთვის დიდი კატასტროფაა
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძეს განცხადებით, თუ სახელმწიფოს ადამიანების უფლებების დაცვა არ შეუძლია, ეს სერიოზული საფრთხეა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ჟურნალისტის გადაცემის ფაქტი ქვეყნისთვის დიდი კატასტროფაა. „ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, ეს ოპერაცია ჩატარებულია ქართველი სპეც სამსახურების მიერ და უკვე ამის შემდეგ ჟურნალისტი გადასცეს სხვა სახელმწიფოს. ადამიანის უფლებები უნივერსალურია, სახელმწიფოს თუ არ შეუძლია ადმიანის უფლებების დაცვა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ეს არის სერიოზული საფრთხე. პირველ რიგში უნდა გამოვიდნენ და პასუხი გაგვცენ თუ რა მოხდა, მერე უნდა დავიწყოთ საუბარი თუ ვინაა დამნაშავე. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, შეიძლება დავასკვნათ, რომ კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი “,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიასთან თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე 10ობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მთავრობას მიმართეს, გამოიძიონ საქმე, თუ როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)