|
2017-05-29 11:12:33, 2259 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს არჩევანი-გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ გამოხატა მადლიერება ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების, პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. „იმედი გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. ჩვენ ჩვენი მხრივ, ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე. ნატო საქართველოსთვის არის საუკეთესო პლატფორმა არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ ასევე თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და ხელისუფლებისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)