|
2017-05-26 15:17:40, 2682 ნახვა
მსოფლიო
წინა რიგში მოხვედრის მიზნით, ტრამპმა მონტენეგროს პრემიერი გვერდზე უხეშად გასწია (ვიდეო)
ნატოს ლიდერების ოფიციალურ შეხვედრაზე, აშშ–ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინა რიგში მოხვედრის მიზნით, მონტენეგროს პრემიერი გვერდზე უხეშად გასწია. დუსკო მარკოვიჩმა ტრამპის ჟესტის შემდეგ გაიღიმა და მის უკან დადგა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ნატოს ოფიციალური პირების შეხვედრას პირველად ესწრებოდა. შეკითხვაზე თუ რატომ მოიქცა ასე აშშ–ის პრეზიდენტი, ტრამპის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა უპასუხა, რომ ვიდეო არ უნახავს, თუმცა ამაში ცუდია არაფერია, რადგან ქვეყნების ლიდერების განლაგება წინასწარ იყო გაწერილი. შესაბამისად, სპაისერის განმარტებით, ტრამპს წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად უნდოდა დადგომა. მისგან განსხვავებით, twitter-ის მომხმარებლებში, ამ ვიდეომ დიდი ყურადღება დამისახურა. ერთ–ერთი მომხმარებელი წერს, რომ ვიდეოს საუკეთესო ნაწილია, როცა ტრამპის პიჯაკს ისწორებს. ზოგიერთი მათგანი კი წერს, რომ ტრამპი ამერიკის პირველობის დამტკიცებას მსოფლიო ლიდერებისთვის ხელის კვირთა და მათ წინ დადგომით ცდილობს. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, მონტენეგროს პრემიერმინისტრიც, მისი თმით, მან ტრამპის ქმედებებს განსაკუთრებული ყურადღება არ მიიქცია: „ მე ყურადღება არ მიმიქცევია, უბრალოდ, ვნახე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო და გამოხმაურებები, რამაც გამამხიარულა",– განაცხადა დუსკო მარკოვიჩმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)