23:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 19:42:06, 1804 ნახვა

საზოგადოება
28 მაისს, მთაწმინდაზე თბილისის ავტო ფესტივალი გაიმართება

28 მაისს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, მთაწმინდაზე (მთაწმინდისა და კოჯრის გზატკეცილის კვეთის მიმდებარედ) თბილისის ავტო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს TUNING-ს. ადგილზე წარმოდგენილი იქნება ქართული ავტო პროექტები (Tuning car-ები) რომელიც ბოლო ხანებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გამომდინარე იქიდან რომ ფესტივალი წელს ჩატარდება პირველად, ავტომობილთა რაოდენობა იქნება შეზღუდული. საგამოფენო ტერიტორია იქნება იზოლირებული. ტერიტორიაზე ავტომობილები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით და ფესტივალის სტიკერებით, რომელიც წელს ლიმიტირებულად იქნება წარმოდგენილი.

 მათთვის ვისაც სურს რომ ფესტივალზე წარმოდგენილი ავტომობილები დაათვალიეროს და მეტი გაიგოს Tuning-ის შესახებ, გამოყოფილი იქნება პარკირების ტერიტორია. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

„ჩვენ ვცდილობთ თქვენთვის იდეალური კვირა დღე შევქმნათ ამიტომ ფესტივალზე ასევე შესაძლებელი იქნება, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, Barbecue, Hot-Dog_ისა და Sandwich-ების შეძენა“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის პარტნიორები არიან: Company MIREI; Mini Club Georgia; Nissan March-Note Club Georgia; Xtreme OFF-Road Club Georgia; GODZILLA's GARAGE.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics