|
2017-05-25 15:03:51, 917 ნახვა
რეგიონი
29 მაისიდან ბათუმში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს N1704 განკარგულებით, „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“ დამტკიცდა, რომელიც სკრინინგული ღონისძიებების ფართოდ დანერგვას და მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიის ფარგლებში, იმისათვის, რომ С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგით შესაძლებელი გამხდარიყო, აქტიური ინფექციის მატარებელი პირების გამოვლენის გაზრდა და დროული რეფერალი მკურნალობის პროგრამაში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის N272 დადგენილებით „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამას“ დაემატა სკრინინგული კვლევის კომპონენტი, რომლის მიმწოდებელთა რიცხვს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N633 დადგენილებით დაემატა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. გამოვლენილი ინფიცირებული პირი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში, რომლის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის მიზნით, აუცილებელი კვლევების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის), ქალაქ ბათუმის მერია (ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის). აქციის თანამონაწილეები არიან: სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ,,იმედი“. უფასო ტესტირება ჩატარდება 29 მაისი-2 ივნისის პერიოდში: 29 მაისი 13:00 – 15:00 სთ - ბათუმი, გორგილაძის ქუჩის ბოლო (საცხოვრებელი კორპუსის ეზო); 30 მაისი 12 :00- 15:00 სთ - მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორია 31 მაისი 15:00 – 18: სთ - სასტუმრო ,,ერა პალასი“. სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილი კონფერენციის (თამბაქოს მსოფლიო დღე) პარალელურად, აუდიტორია: უნივერსიტეტი, რესურს-ცენტრი, სკოლების პედაგოგები და უფროსკლასელები. 1 ივნისი 12:00 – 15:00 სთ - დაბა ჩაქვი; 2 ივნისი 13:00 – 15:00 სთ - გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონები.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)