15:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 20:36:47, 1999 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანი და საქართველო მხარდამხარ უმკლავდებოდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების გზაზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს.

"ამ წლების მანძილზე არსებული პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, აზერბაიჯანმა და საქართველომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტები წამოიწყეს, რაც ამ სახელმწიფოებს მსოფლიო რუკაზე ადგილი მოპოვებაში დაეხმარა. მათ შორისაა აზიისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მილსადენები. პროექტის საწყის ეტაპზე ამ პროექტების სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობაში ბევრს ეპარებოდა ეჭვი, თუმცა ჩვენი პოლიტიკური ლიდერების თავდადების შედეგად, სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა. ჰეიდარ ალიევი, ქართველ, თურქ და ამერიკელ ლიდერებთან ერთად, ამ გაბედული წამოწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენდა",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს საქართველო და აზერბაიჯანი ცდილობენ შექმნან ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთის დასავლეთთან დასაკავშირებლად, რაც კეთილდღეობას მოუტანს რეგიონს.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სახელით გამართულ მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics