|
2017-05-24 16:28:00, 2019 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ფარცხალაძე-თორდიას გარშემო არსებულ ვითარებაში იკვეთება, რომ სიმართლე ცალმხრივი არ არის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი მზადაა, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს. როგორც ბესელიამ აღნშნა. ვითარებაში, რაც ფარცხალაძე-თორდიას გარშემო ჩანს, იკვეთება, რომ სიმართლე ცალმხრივი არ არის. "ეს ოთხი თვის წინ მოხდა, თუ ერთი თვის წინ, საკმაოდ მძიმე კადრებია. ამავე დროს, საჭიროა, გამოძიებამ ობიექტური ინფორმაცია მოგვცეს. პარლამენტი მზადაა, რომ გარკვეული მონიტორინგი და დაკვირვება განხორციელდეს. ვფიქრობთ, მასალები გამოვითხოვოთ, რომელიც საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. თუკი ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, დასვას და პასუხებიც მივიღოთ, ობიექტურად ვნახოთ, რა ხდება და არა ისე, ცალმხრივად გავრცელებული სიმართლით, არამედ რეალურად რა მოხდა. მომხრე ვართ, რომ ობიექტური რეალობის შემდეგ, ძალიან პრინციპული პოზიცია გვქონდეს", - განაცხადა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ 13 მაიის შარდენზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა, ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი ბრალდებებს უარყოფს. საქმეზე გამოძება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწო, რაც ძალადობას გულისხმობს. პროკურატურამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც საქმის წარმოების პროცესში კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)