12:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:03:41, 2100 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მამალაძის ადვოკატები სასამართლო განხილვებზე დააბრუნა

სააპელაციო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების საჩივარი დააკმაყოფილა და ისინი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვებზე დააბრუნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

„აუცილებლად ჩვენი მონაწილეობით გაგრძელდება სხდომა. მეც ახლა შევიტყვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვბურნდებით ისევ და ვაგრძელებთ საქმეს“,-განუცხადა მიხეილ რამიშვილმა „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძემ 19 მაისს სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა,  რაც მოსამართლემ არსებითი განხილვის სხდომების  სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მამალაძის  მოწოდების საფუძველზე პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა და დაცვის მხარემ საპროცესო კანონმდებლობა დაარღვიეს, როდესაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნა ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავდა. თუმცა, ადვოკატებმა პროცესიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია სასამართლო სხდომის განხილვებზე დააბრუნა, ხოლო მესამე ადვოკატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

რაც შეეხება 30 მაისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, მიხეილ რამიშვილის თქმით, მხარეები თავდაპირველად სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ასევე დასაშვებად სცნო დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება ორის გარდა, რომელიც გადაცემებისგან საეთერო ჩანაწერებს ეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics