12:31 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 14:56:29, 2312 ნახვა

სამართალი საზოგადოება
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებული, არაორდინარული ვითარება, აუდიტის სამსახურის ეფექტურ მუშაობას საფრთხეს უქმნის

პრეზიდენტის აზრით, არსებული, საკმაოდ არაორდინარული ვითარება, საფრთხეს უქმნის აუდიტის სამსახურის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით,  დღეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ინციდენტი კრიმინალურ შემთხვევას ცდება და პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

"შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს საგამოძიებო პროცესის მიმართ. ამ გამოძიებას აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმე სახელმწიფო უწყებების ეფექტურ ფუნქციონირებას ეხება. პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოთა ეფექტურად ფუნქციონირების გარანტი, ყურადღებით აკვირდება პროცესებს და მომავალშიც მიადევნებს თვალს მოვლენათა განვითარება", - აღნიშნა მიშველაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics