|
2017-05-23 13:27:51, 1857 ნახვა
სამართალი
ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ეთიკის კოდექსის დარღვევასა და სიცრუეში ადანაშაულებენ
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს, აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მერაბ ჩიქოვანის თქმით, აუდიტორი ვალდებულია, აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო, აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე. ამასთან, მისივე განმარტებით, არათუ დასკვნა, პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელ ბრიფინგზე სათქმელი ინფორმაცია სახელდახელოდ მოამზადეს: „სახელმწიფო აუდიტორის და მისი მოადგილის გავრცელებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელწმიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აუდიტორი ვალდებულია, აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე. ჩვენს შემთხვევაში, არათუ შემაჯამებელი დოკუმენტი, აუდიტორული ანგარიშის პროექტიც არ ჰქონიათ მომზადებული, რაც ე.წ. შუალედური ინფორმაციის წარმოდგენით, მათი მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე მეტყველებს. გუშინდელი ბრიფინგი იყო მორიგი მცდელობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნათელი მაგალითი, პირადი მიზნებისთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა. ნათელია ისიც, რომ ბატონი თორდიას მიერ დაანონსებულ დასკვნას საზოგადოება ელოდებოდა დაახლოებით კვირანახევარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არათუ დასკვნა, პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელ ბრიფინგზე მომზადებული ინფორმაცია სახელდახელოდ მოამზადეს კონკრეტული მიზნებისათვის და არანაირი რეალური შესწავლა კონკრეტული ფაქტების, რაზედაც აპელირებდა ბოლო უკანასკნელი დღეებია ბატონი თორდია, არ მიმდინარეობდა“,-განაცხადა ადვოკატმა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)