12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 17:34:49, 2115 ნახვა

სამართალი
თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის 1 თვეში 411 პირი დაჯარიმდა - ჯარიმების საერთო თანხა 42 710 ლარია

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა თბილისში ერთი თვის მანძილზე, გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  „თბილსერვის ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯარიმების საერთო თანხამ 42 710 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ერთი თვის მანძილზე გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 42 710 ლარი. 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 378 საჯარიმო ოქმი შედგენილია 2კგ.-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის“-აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.

ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან აწარმოებენ კონტროლს. პირველი ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორების გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა - ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics