|
2017-05-22 15:01:47, 1997 ნახვა
სამართალი საზოგადოება
შსს: ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ-ცენტროს“ ტერასაზე პირველად ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია
საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ ცენტროს“ ტერასაზე, სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პირველად ხელი თორდიამ მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ინციდენტში პირადი დაცვაც ჩაერია. მათთან აღმოჩნდნენ "ელ-ცენტროს" დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც მაქსიმუმ 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. "საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ "ელ-ცენტროს" ტერასაზე სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა პირველად თორდიამ მოიქნია ხელი და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულლმა მხარეებმა გადაინაცვლეს კლუბში შესასვლელ კარებთან, რაშიც ჩაერია კლუბის დაცვაც და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა. საქმზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს თუ როგორ საუბრობს ელ-ცენტროს ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი. კონფლიქტი, ძალიან მალე დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შედეგადაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს კლუბის ტერიტორიას ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება. ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა ხოლო ლაშა თორდიას და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები", - განაცხადეს შსს-ში.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)