|
2017-05-22 12:30:05, 1992 ნახვა
სამართალი
საქართველო ევროჯასტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სისტემა ევროჯასტის ექსპერტებს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის გააქტიურება კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, შექმნას ევროკავშირთან რეგულაციების ერთიანი სივრცე და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროჯასტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება. შეხვედრას ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ესწრებოდნენ. ევროჯასტი (Eurojust) იუსტიციის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოა, რომლის ძირითადი დანიშნულება სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქმიანობის კოორდინაციაა, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. მასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა. საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან შეხვედრისას იქნა მიღებული. ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოსთან ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მჭიდრო კავშირში იქნება ევროპის მართლმსაჯულების სისტემასთან; ქართველი მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენლები საკუთარ საქმიანობას განახორციელებენ ევროპული მაღალი სტანდარტის შესაბამისად და ითანამშრომლებენ ევროპელ კოლეგებთან ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)